კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო დემოკრატიის ინდექსით 103-ე ადგილზეა - უგანდას, მოზამბიკის, კამბოჯასა და ბუტანის გვერდით

21 დეკემბერი, 2010

საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 103-ე ადგილზეა. ამგვარი შედეგი ბრიტანული ჟურნალის - „ეკონომისტის“ ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ The Economist Intelligence Unit გამოაქვეყნა.

საქართველო „ჰიბრიდული რეჟიმების“ სექტორში მოხვდა - უგანდას, მოზამბიკის, კამბოჯას, კენიასა და ბუტანის შემდეგ. საქართველოს დემოკრატიის ინდექსად 5,5 დაადგინეს - საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური ჩართულობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებლების მიხედვით.

ამავე სექტორში მოხვდნენ რუსეთი – 107 ადგილზე და სომხეთი – 109 ადგილზე.
დემოკრატიის ინდექსით პირველ ხუთეულში ნორვეგია, ისლანდია, დანია, შვედეთი და ახალი ზელანდია შევიდნენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, საპარამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მიხეილ მაჭავარიანი საქართველოს 103-ე ადგილზე ყოფნას დემოკრატიის თვალსაზრისით იმის დასტურად აფასებს, რომ ქვეყანაში გასაკეთებელი ძალიან ბევრია.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებამ იცის, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ქვეყანაში და სწორედ ამიტომ არის დაწყებული მუშაობა მედიაგამჭვირვალობის მიზნით. ასევე მიხეილ მაჭავარიანმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებობს პოლიტიკური შეთანხმება სრულიად ახალი, გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსის მიღებაზე და არა მასში შესატან გარკვეულ ცვლილებებზე.

მაჭავარიანის აზრით, ეს რეიტინგი საზოგადოებას იმიტომ გაუკვირდა, რომ ჟურნალისტები მიეჩვივნენ მთელ რიგ რეიტინგებში საქართველოს პირველ ადგილზე ყოფნას. მაჭავარიანი ჟურნალისტებს და საზოგადოებასაც არწმუნებს, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში აღნიშნულ რეიტინგშიც საკმაოდ წინ წაიწევს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები