19:10, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სიღნაღის გამგეობამ უსახლკარო ოჯახი თავშესაფრით უზრუნველყო

23.12.2010
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ, სოფელ ვაქირიდან მომზადებულ ფოტორეპორტაჟზე რეაგირება მოახდინა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქემაშვილების უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი თავშესაფრით უზრუნველყო.

გამგეობამ ქემაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ვაქირის ყოფილი ამბულატორიის შენობის რამდენიმე ოთახში შეასახლა. შესახლებამდე გამგეობის ხარჯებით შენობის სახურავიც შეკეთდა. „ღუმელი, საწოლები და საბანიც მოგვცეს. ზოგმა პროდუქტი მოგვიტანა და ეხლა ცოტა ნორმალურად ვცხოვრობთ. სანამ უსახლკაროდ ვიყავით და ქუჩაში გვეძინა, 2 თვის ბავშვი მომიკვდა. ეხლა მისი ტანსაცმელები დავრეცხე, უნდა შევინახო“, - გვითხრა ნინო ქემაშვილმა.

ქემაშვილები დღიურ სამუშაოზე დადიან და თავს ამით ირჩენენ.

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ქემაშვილების 4 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. სტიქიის შედეგად ოჯახს საცხოვრებელი სახლი 6 წლის წინ დაენგრა. მას შემდეგ მათ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გალავანთან ეძინათ. ქემაშვილების მთელი ქონება რამდენიმე ქვეშაგი და ავტომობილის სკამი იყო, რომელიც საწოლის მაგივრობას ასრულებდა. ქემაშვილების ოჯახის ყველა წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ორი მათგანი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC