შიმშილობის აქცია გმირთა მოედანზე
28 დეკემბერი, 2010
გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებძოლთა ნაწილის შიმშილობის აქცია გრძელდება. აქცია 27 დეკემბერს დაიწყო და როგორც მისი მონაწილეები აცხადებენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 7 იანვრამდე გაგრძელდება.
საინიციატოვო ჯგუფის განცხადებით, აქციის ამ ფორმით გამოხატვა, საზოგადოების უდიდესი ნაწილის უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა.
"მიმართვები გავუგზავნეთ როგორც მერიას, ისე საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რათა აქციის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები არ იქნეს დარღვეული",- განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “პირველს” აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა თამაზ გოჩაშვილმა.
ამ დროისთვის გმირთა მოედანზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით, ოცამდე ადამიანი შიმშილობს , მათი უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვს ბრძოლის მონაწილეა.
სალომე აჩბა
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023