22:12, Wednesday, 02.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვლადიმერ სანაკოევი "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა

11.01.2011
აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა.

ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ ინტერნეტგამოცემა ”კავკასკის უზელის” ვებგვერდზე თავად განათავსა. სტატია სათაურით ”ვლადიმერ სანაკოევის ორმაგი თამაში” ბევრ საინტერესო ამბავს  მოგვითხრობს ცხინვალის რეგიონში 2004-2008 წლებში განვითარებულ პროცესებზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობის შესახებ ინფორმაცია ვლადიკავკაზში იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. მასში დეტალურად არის მონათხრობი იმის თაობაზე, რომ იგი რუსულ სპეცსსამსახურებთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. მისი თანამშრომლობაზე დათანხმება ქალაქ სოჭში მოხდა და მისი ფსევდონიმი - ”ირონი” იყო, რაც ”ოსს” ნიშნავს. სანაკოევის განმარტებით, რუსულმა სპეცსამსახურმა მისგან გააქტიურება საქართველოში "ვარდების რევოლუციისა" და აჭარაში თბილისის იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ მოითხოვა.

ვლადიმერ სანაკოევის მტკიცებით, დავალების შესასრულებლად მან ცხინვალში ნათესავებთან სტუმრობას მოუხშირა და ქართულ მხარეში ნდობის მოპოვებისათვის დაწერა სტატია სათაურით _ ”ლიახვს ვერ შემოაბრუნებ და იგი როგორც აქამდე, მტკვარში ჩადინებას გააგრძელებს”. როგორც თავად ამბობს, ეს სტატია ფე-ეს-ბეში მისი კურატორების მეშვეობით გავრცელდა. ამის შემდეგ, მას თბილისში ეპატიჟება მისი ბავშვობის მეგობარი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მისივე მტკიცებით, სწორედ ამ მეგობრის საშუალებით გაიცნო მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი.

სანაკოევის იხსენებს 2004 წლის ბესლანის მოვლენებს და აცხადებს: ”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა _ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და სხვა პირები საერთაშორისო ტერორიზმისა და რუსეთისა და მისი ხალხის წინაამდეგ მიმდინარე ომის ხელშემწყობები არიან" და იგი მზადაა, ეს ღიად დაადასტუროს.
 
მისივე მტკიცებით, დიმიტრი სანაკოევის ”სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის” იდეის ავტორი სწორედ იგია, რის შესახებაც მან თავისი მოსაზრებები ამირან მესხელს და შალვა ჟღენტს თბილისში მეორეჯერ ჩამოსვლისას, ანუ, 2005 წლის 17 სექტემბერს გაუზიარა.

მისივე თქმით, თავისი სამოქმედო გეგმით იგი თბილისში 2005 წლის 21 ნოემბერს ჩამოვიდა. ამის შემდეგ ვლადიმერ სანაკოევი დაწვრილებით აღწერს, როგორ მიიღო 2005 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა და როგორ ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში იმის მტკიცებით, რომ საქართველო მისი სამშობლოა; როგორ მისცა პირველი ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ”ალანიას”, რის შემდეგაც მას ამავე ტელეკომპანიაში საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ”დენ ზა დნიომის” წამყვანობა შესთავაზეს.

სანაკოევის მტკიცებით, საქართველოში მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა საომარი მოქმედებვების დაწყება, იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს საქმიანობიდან ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოშორებას და ”პროექტ ვანო მერაბიშვილის” ამოქმედებას. მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იგი ძალის გამოყენებით შეძლებდა ცხინვალის დამორჩილებას და რუსეთის 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ვერ მიიღებდა.

ვლადიმერ სანაკოევი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 2 ივნისს ,”მოდულის” შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის ნათელი იყო, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში დაიწყებოდა. მისივე მტკიცებით, იმ დროიდან იგი ცდილობდა ”თამაშიდად” გასვლას და კვლავ რუსეთში დაბრუნებას.

”საქართველოს დატოვება დიდი რისკის მიუხედავად 2010 წლის 13 სექტემბერს შევძელი. თუმცა, როგორც ვხედავ აქაც კარგი არაფერია, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა გასაქცევი აღარსად მაქვს”, _ ასე ასრულებს თავის თხრობას ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა.

ინტერპრესნიუსი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC