კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გავაზის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება

14 იანვარი, 2011
ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ უფლებების დარღვევაში, ენერგოომბუდსმენს კი უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, ბოლო დროს კომპანიის მიერ დაკისრებული გადასახადი მკვეთრად მეტია იმაზე, ვიდრე სოფელი ელექტროენერგიას მოიხმარს.

საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით, თითოეულ აბონენტს დანამატის სახით თვეში 70 ლარამდე თანხის გადახდა უწევს. გავაზის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საკითხის გასარკვევად ენერგოდისტრიბუციის კომპანიის ყვარლის სერვის - ცენტრს არერათხელ მიმართეს, მაგრამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, აბონენტებს დაჭერით დაემუქრნენ.

მოსახლეობამ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან არაერთხელ მოითხოვა სპეციალური ჯგუფის შექმნა და ინსპექტირება, რათა დადგენილიყო, საიდან ხდება გარღვევა, მაგრამ კომპანიამ აბონენტების ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გავაზის მოსახლეობა სოფელში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ჩასვლას ითხოვს.

კახეთის ენერგოდისტრიბუციის ყვარლის სერვის - ცენტრში კომენტარი არ გააკეთეს. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, გავაზელები საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები