კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტთან დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა

24 იანვარი, 2011

დევნილების გამოსახლების პროცესის შეჩერებისა და გამოსახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, 24 იანვარს პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

დღევანდელ აქციაზე "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სპეციალური განაცხადების შევსება დაიწყეს, რომელსაც უახლოეს დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა და აშშ-ს საელჩოებში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით შეიტანენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „კონსერვატორმა“ ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით სარჩელი მზადდება, რომელიც ასევე უახლოეს დღეებში შევა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული სასამართლოდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაინაცვლებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს საპროტესტო მოქმედებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი საპროტესტო მოქმედებებს არ შეწყვეტენ და დევნილების გამოსახლების პროცესს ყოველდღიურად გააპროტესტებენ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები