კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დევნილების გამოსახლების კრიტიკა პოპულიზმია

8 თებერვალი, 2011
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია ოპოზიციის მიერ დევნილების გამოსახლების კრიტიკას პოპულიზმად აფასებს.

როგორც ლაშა თორდიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა, არ არის საჭირო ამ ადამიანების ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება.

თორდიამ ოპოზიციას სთხოვა, გაეცნონ გაერო-ს მონიტორინგის საბჭოს დასკვნას დევნილების გამოსახლების პროცესზე, სადაც აღნიშნულია, რომ გამოსახლება კანონის და საერთაშორისო ნორმების დაცვით ხორციელდებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზოგიერთმა დევნილმა ისარგებლა 2008 წლის ომით და შეიჭრა შენობაში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ სხვა ბინებიც ჰქონდათ კერძო საკუთრებაში.

„სწორედ გაერო-ს შესაბამის საბჭოსთან ერთად მოხდა მათი ინფორმირება გამოსახლების შესახებ, ოთხი თვით ადრე“, – განაცხადა ლაშა თორდიამ და ოპოზიცია სთხოვა, ნუ მიაწვდიან მთელ ამ პროცესზე საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას.

„მოვრჩეთ ამ საკითხით სპეკულირებას და მის პოლიტიზებას“, – დასძინა დეპუტატმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები