#77 სამარშრუტო ხაზის ავსტრიელი მფლობელი ტენდერის შედეგებით შეშფოთებულია
25 თებერვალი, 2011
#77 სამარშრუტო ხაზის ავსტრიელი მფლობელი ჰორნუნგ ჰარალდ კრისტიანი ტენდერის შედეგებით შეშფოთებულია.
როგორც სამარშუტო ტაქსების მძღოლების დღევანდელ აქციაზე კრისტიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ პოტენციური ინვესტორებისთვისაც.
„არავინ ჩადებს ფულს ისეთ ქვეყანაში, სადაც კერძო მესაკუთრის უფლებები დაცული არ არის. მე ლეგალურად ჩავდე ფული სამარშრუტო ბიზნესში. ტენდერში გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ კერძო მესაკუთრის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით თბილისის მერიასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართე, თუმცა მათგან ვერანაირი რეაგირება ვერ მივიღე. ამიტომ ჩემს უფლებებს აქ ვიცავ“, - განაცხადა კრისტიანმა.
მისივე თქმით, შსს-მ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც გაარკვევს, თუ სად მიდიოდა რეალურად მძღოლების მიერ ყოველდღიურად გადახდილი თანხები და რატომ არ ირიცხებოდა მერიის ბიუჯეტში.
კრისტიანმა საქართველოს პრეზიდენტსაც მოუწოდა, დაინტერესდეს მიმდინარე მოვლენებით.
თბილისში მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაფიცულები არიან და მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. მძღოლები აქციის შეწყვეტას 28 თებერვლამდე არ აპირებენ.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023