სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია „ვარდების მოედანზე“
28 თებერვალი, 2011
„ვარდების მოედანზე“ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და სამარშრუტო ხაზების ყოფილ მფლობელთა საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის გაუქმებას და მისი შედეგების გადახედვას ითხოვდნენ.
მათი თქმით, ტენდერი უსამართლოდ ჩატარდა. უმრავლესობას უმუშევრად დარჩენის საფრთხე ემუქრება და ლუკმა-პურის გარეშე რჩებიან. ნაწილს კი, ვინც დათანხმდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წინადადებას, პრობლემები ექმნებათ.
მძღოლების თქმით, იმ სქემის მიხედვით, რომელიც ტენდერის შედეგებით ჩამოყალიბდა, მგზავრების საფასურის გაძვირება გარდაუვალია.
როგორც ისინი ამბობენ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოიყვანონ. შესაბამისად, აიკრძალება ძველი სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება. მანამდე ძველი სამარშრუტო ტაქსები იმუშავებენ, თუმცა მფლობელები კომპანიას დღეში 10 ლარს გადაუხდიან.
დღიურად 10 ლარი შემდეგშიც შენარჩუნდება, თუმცა, როგორც მძღოლები ამბობენ, 10 ლარის გარდა იქნება სხვა გადასახადიც. კერძოდ, გადასახადი იქნება 35 ლარი - ახალი სამარშრუტო ტაქსის ფული, კომპანიები მძღოლებს ძულებულს ხდიან, შეისყიდონ ახალი ტრანსპორტი, თანხა 5 წელზე გადანაწილდება და დღეში 35 ლარის გადახდა მოუწევთ.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული საკითხისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
თბილისის მერიამ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად ტენდერი რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა, რომელშიც კომპანიებმა: „თბილქარმა“, „თბილლაინი“, „ფაბლიკქარმა“ და „კაპიტალ გრუპმა“ გაიმარჯვეს.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023