კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს გამგეობა გაზეთ „ვერსიის“ რედაქტორის დაფინანსებას უარყოფს

2 მარტი, 2011

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა უარყოფს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებას, რომ საგარეჯოში გამომავალი გაზეთი „კახეთის კარიბჭე“ გაზეთ „ვერსიის“ მთავარ რედაქტორს მაია ფურცელაძეს ეკუთვნის და მას გამგეობა აფინანსებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ზურა აგულაშვილი და თინა ილაური გამოსცემენ. ამ დროისთვის გაზეთი არ გამოიცემა, რადგან „შესყიდვების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება შეწყვეტილი აქვს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ 28 თებერვალს პრესკონფერენცია გამართა და გაზეთი „ვერსია“ პარტიის საწინააღმდეგო კამპანიაში დაადანაშაულა.

„ერთ-ერთი მოსყიდული გაზეთი არის „ვერსია“ და მისი დამფუძნებელი მაია ფურცელაძე, რომელიც დღემდე მსუყედ ფინანსდება ხელისუფლებიდან და ასრულებს ბინძურ დაკვეთებს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ. ეს გაზეთი უზენაესი სასამართლოს მიერ ფინანსდება. გასულ კვირასაც დაიბეჭდა ჩვენზე სტატია. მაია ფურცელაძე „ვერსიის“ გარდა, არის ასევე გაზეთის - „კახეთის კარიბჭე“  რედაქტორი, რომელიც ფინანსდება საგარეჯოს გამგეობიდან, საიდანაც მაია ფურცელაძემ 16-ათასიანი გრანტი მიღო სახელისუფლებო დაკვეთების შესასრულებლად“, - განაცხადა გუგავამ.

გაზეთ „ვერსიის“ მთავარი რედაქტორი მაია ფურცელაძე გიორგი გუგავას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები