ალექსანდრე ლუკაშენკო: „სააკაშვილი ამერიკის ძაღლიშვილია“
7 მარტი, 2011
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ძაღლიშვილია, - ეს განცხადება ბელორუსის პრეზიდენტმა ამერიკულ გამოცემა Washington Post-ის პასუხისმგებელ რედაქტორთან, ლელი ვეიმუტთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ვეიმუტის ვარაუდზე, რომ ლუკაშენკოს პრობლემები არასდროს ექნება, ბელორუსის პირველმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არ მექნება. ახლახანს საქართველოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასტიკად ჩაახშო ოპოზიციის მანიფესტაცია. თქვენ კი მასთან ურთიერთობას განაგრძობთ. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილი თქვენი ძაღლიშვილია. გადაეცით ამერიკელებს, რომ ჩვენ მათ უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენ არასდროს შევქმნით რკინის ფარდას და არ შევუშლით ხელს მათ ბელორუსში მოგზაურობას“.
ლუკაშენკომ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მინსკის ცენტრში აქციების ორგანიზებაში ამერიკული მხარე დაადანაშაულა.
„სხვა ვინ უნდა დავადანაშაულო? თქვენ აძლევდით მათ ფულს. აბა ჩინეთი დავადანაშაულო? არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში მეხუთე კოლონა შექმნათ… ბელორუსში არსებული სისტემა შეარყიოთ. მე ნორმალური ხელისუფლება მაქვს, მაგრამ ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არ შეატრიალოთ და მოვლენები არ შეცვალოთ…“ - განაცხადა ლუკაშენკომ Washington Post-თან ინტერვიუში.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023