კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილებმა ენერგოვაუჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

9 მარტი, 2011
კურორტ „ახტალის“ სანატორიუმიდან გასული წლის აგვისტოში პოლიციის ძალით გასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილებმა, გურჯაანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ენერგოვაუჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, პრობლემის შესახებ არაერთხელ დაუკავშირდნენ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ვაუჩერები დღემდე არ მიუღიათ.

ენერგოვაუჩერის გარეშე აფხაზეთიდან დევნილების 40 ოჯახია დარჩენილი. ისინი გასახლების შემდეგ ქალაქ გურჯაანში სხვადასხვა ადგილზე ქირით ცხოვრობენ.

საპროტესტო აქციის შემდეგ დევნილებმა გურჯაანში მყოფ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა მოახერხეს. მინისტრმა მათ უთხრა, რომ დევნილებმა, რომლებსაც ენერგოვაუჩერი არ მიუღიათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები