კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე და არჩილ ჩიქოვანი საკანში უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ

31 მარტი, 2011

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან 25 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე და არჩილ ჩიქოვანი წინასწარი დაკავების საკანში უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ.

აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობა „რატომ“-ის წარმომადგენელმა ნათია ქობალიამ და მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოების“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გააკეთეს.

მათი განცხადებით, უკვე მეხუთე დღეა ჭიქაშვილი, ხარაბაძე და ჩიქოვანი პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.

ნათია ქობალიას განცხადებით, დაკავებულების პროტესტი იმით არის განპირობებული, რომ წინასწარი დაკავების საკანში მათ არ აწვდიან პრესას, არ აძლევენ რელიგიურ ლიტერატურას და არ არსებობს პირადი ჰიგიენის საშუალებები.

ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, სამივე დაკავებული მარხვაზეა და კანონით დაშვებულია, საპატიმროებში პატიმარს გააჩნდეს საკუთარი აღმსარებლობისთვის საჭირო ლიტერატურა.

ლადო სადღობელაშვილმა და ნათია ქობალიამ ხელისუფლებას მოუწოდეს, აღნიშნულ ფაქტს მიაქციოს ყურადღება და პატიმრებს ჰქონდეთ როგორც პირადი ჰიგიენის საშუალება, ასევე მიეწოდოთ რელიგიური ლიტერატურა და ყოველდღიური პრესა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები