კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველმა ქალბატონმა მთელ სომხეთს ინტერნეტი გადაუჭრა

12 აპრილი, 2011

ტომ პარფიტი, The Guardian

ხუთი საათის განმავლობაში მთელი ქვეყანა ინტერნეტის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც 75 წლის ქალბატონმა, რომელიც სპილენძის ძიებისას მიწას თხრიდა,  კაბელი დააზიანა.

საქართველოს ხანშიშესულმა მოქალაქემ, რომელიც სპილენძის ძიებისას მიწას თხრიდა იმ იმედით, რომ მას ჯართში ჩააბარებდა, შემთხვევით მიწაში გაყვანილი კაბელი დააზიანა, რის გამოც მეზობელ სომხეთს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა.

ფაქტი 28 მარტს მოხდა: 75 წლის ქალბატონი ქვეყნის დედაქალაქის (თბილისი) შემოგარენში ლითონს ეძებდა, როდესაც მისმა ნიჩაბმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დააზიანა.

რადგან სომხეთის ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას 90%-ით საქართველო უზრუნველყოფს, უნებლიე საბოტაჟს, რომელიც მოხუცმა განახორციელა, კატასტროფული შედეგები მოჰყვა. იმ ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებლებს, რომლის მოსახლეობაც 3,2 მილიონს შეადგენს, ხუთი საათის განმავლობაში ქსელთან ხელი არ მიუწვდებოდათ, ვიდრე ძირითადი ნაციონალური პროვაიდერები ArmenTel, FiberNet Communication  და GNC-Alfa ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ვერ ახერხებდნენ. ტელევიზიით აჩვენებდნენ რეპორტიორებს ერევნის ახალი ამბების სააგენტოდან, რომლებიც დაღვრემილები უყურებდნენ მონიტორების ცარიელ ეკრანებს.

ინტერნეტკავშირი დაზიანდა ასევე საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილსა და აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონში.

„ეს 75 წლის ხანშიშესული ქალბატონის გამო მოხდა, რომელიც მიწაში სპილენძს ეძებდა, რომელსაც შემდეგ ჯართის სახით გაყიდდა“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

ქალის ვინაობა არ სახელდება. ადგილობრივმა პრესამ მას „ნიჩბიანი ჰაკერი“ შეარქვა, და ახლა ქონებისთვის ზიანის განზრახ მიყენების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სმინისტროს პრესმდივნის თქმით, ქალბატონი ჯერ-ჯერობით გაათავისუფლეს „მისი საპატიო ასაკის გათვალისწინებით“, მაგრამ დამატებით ჩვენების მისაცემად შეიძლება გამოიძახონ.

დაზიანება დააფიქსირა სისტემამ, რომელიც აკონტროლებს დასავლეთ ევროპიდან მომავალ ოპტიკურ-ბოჭკოვან არხს და უშიშროების სამსახურის ბრიგადა უმალ გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ქალბატონი დააკავეს კიდეც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მას თანამზრახველები არ ჰყავდა.

მიწიდან გამოუყენებელი საპილენძის კაბელების ამოღება და ჯართში ჩაბარება საბჭოთა კავშირში ფულის გაკეთების პოპულარული საშუალება იყო. ზოგიერთი მეწარმე ტრაქტორებსაც კი იყენებდა ასობით მეტრის სიღრმეში გამავალი კაბელის ამოსაღებად ბირთვულ პოლიგონზე ყაზახეთის სემიპალატინსკის რაიონში.

foreignpress.ge-ს თარგმანი: http://foreignpress.ge/?p=16976
 
ორიგინალი:
http://www.guardian.co.uk/world/2011/apr/06/georgian-woman-cuts-web-access 

ახალი ამბები