კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

26 აპრილი, 2011
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: 

„მოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ყურადღება. 

საქმის შესაბამისი გარემოებები უფლებას აძლევს სასამართლოს გააკეთოს დასკვნა, რომ გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის საქმიანობის ნაკლოვანება ცალკე აღებული შესაძლოა, არ იყოს საკმარისი გამოძიების არაადეკვატურობისათვის, მათი ერთობლიობის  კუმულაციური ეფექტი საკმარისზე მეტია ამ შემთხვევაში. 

სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით იმისათვის, რომ ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მრთლმსაჯულება არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინსტრაციის მიერ დაკავებული პირების უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ადრეული გათავისუფლება, და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება“.  

სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ამგვარ საქმეებზე სახელმწიფოს ადექვატური მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღვივებს განცდას, რომ „სახელმწიფო ტოლერანტულია სიცოცხლისათვის საშიში მოქმედებების მიმართ, რამაც შესაძლოა ხელი გაუხსნას ძალადობრივ დანაშაულს, მაგალითად, ისეთს, როგორიც ამ შემთხვევაში იყო ჩადენილი“. 

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

republicans.ge


ახალი ამბები