კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლეიბორისტებმა“ კონტრდაზვერვის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ხუთსართულიანი სასახლის მშენებლობა გააპროტესტეს

16 მაისი, 2011

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ზანდუკელის ქ.#49-ში კონტრდაზვერვის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მარლენ სისვიძის ხუთსართულიანი სასახლის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს.

ზანდუკელის ქუჩაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე პარტიის აქტივისტებთან ერთად მივიდა.

ჯიბლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2000-ლარიანი ხელფასის მქონე სააკაშვილის ჩინოვნიკს არ უნდა ჰქონდეს ასეთი მასშტაბური სასახლის მშენებლობის შესაძლებლობა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სისვიძე მანამდე სანაკოევის ადმინისტრაციის ბუღალტერი იყო და მილიონები ამ გზით აქვს ნაშოვნი.

როგორც ადგილზე გაირკვა, აღნიშნული სახლის მშენებლობით მარლენ სისვიძის მეზობლებიც დაზარალდნენ, კერძოდ სახლთხუციშვილების ოჯახი.

როგორც ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, კონტრდაზვერვის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მათ ტერიტორიაზე წითელ ხაზებში ძალადობრივად შეიჭრა და მათ საზღვარში 15-მეტრიანი კედელი აღმართა. აღნიშნულმა კედელმა კი მათ პატარა საცხოვრებელს ბზარები გაუჩინა.

სახლთხუციშვილებმა ყველა ინსტანციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად დავის განხილვა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები