კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოთხ ობოლ ბავშვს ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერები არ მისცეს

19 მაისი, 2011
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს, სადაც ოთხი ობოლი ბავშვი იზრდება, არც ელექტროენერგიის და არ სურსათის ვაუჩერები არ მისცეს. 

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვების მამიდამ მაია გავაშელიშვილმა განუცხადა, მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოფლის გამგებელს, რაიონის გამგეობას, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. 

ობოლი ბავშვები ვერც პენსიას იღებენ და ვერც სოციალურ დახმარებას, რის გამოც მათ უკიდურესად უჭირთ. 

მაია გავაშელიშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები გავაშელიშვილების ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ბავშვებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, რომ პენსია და საარსებო შემწეობა დაენიშნოთ. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები