კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ფაცაცია მარჯანიშვილის თეატრში პრეზიდენტთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს

30 მაისი, 2011

ორგანიზაცია „რატომ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ფაცაცია 27 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში პრეზიდენტთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს.
ინციდენტის დეტალებს ფაცაცია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ჰყვება.

„გადავწყვიტე, არ დავმჯდარიყავი იმ დარბაზში, სადაც პრეზიდენტი იქნებოდა. მარჯანიშვილის თეატრიდან რომ გამოვედი, ყველაფერი გადაკეტილი იყო, სახურავებზე კი სნაიპერები ისხდნენ. შესასვლელთან ვიდექი, როცა პრეზიდენტის ესკორტი გაჩერდა. პრეზიდენტი TBC ბანკის მხრიდან მხიარული სახით და ჩვეული ჩქარი ნაბიჯით ქუჩაზე გადმოდიოდა. როცა გამისწორდა, პირდაპირ მივახალე, შენ ხარ მკვლელი, ნაძირალა, არადაამიანი და პასუხს აგებ, რაც ჩაიდინე 26 მაისს-მეთქი. მისი სახე უნდა გენახათ, ღიმილიანი თვითკმაყოფილი სახე უცებ შეეცვალა. ამასობაში დაცვა მეცა და სასწრაფოდ ჩამტენეს მანქანაში“, - იხსენებს დავით ფაცაცია.

ფაცაცია ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში კორექტულად ექცეოდნენ, შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

„სასამართლოში კი პოლიციელმა, რომელმაც ჩემი დაკავების ოქმი შეადგინა, ცილი დამწამა და განაცხადა, თითქოს საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი, პოლიციას წინააღმდეგობას ვუწევდი და ამიტომ დააკავეს“, - აღნიშნა ფაცაციამ.

მისივე თქმით, პოლიციელის ცრუ ჩვენების დასადასტურებლად დაკავებულმა TBC ბანკისა და სუპერმარკეტ „იოლის“ სათვალთვალო კამერებიდან ფირების ამოღება მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკამყოფილა.

„ასეთ შემთხვევაში, პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაეყენებინათ, ამიტომ მოსამსართლემ ხულიგნობაშიც და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაშიც დამნაშავედ მცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილება მაკმარა“, - განაცხადა ფაცაციამ.

დავით ფაცაციას მეგობარს ვახტანგ მაისურაძეს, რომელიც ინციდენტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა, 90-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი ლაპიაშვილს 400-ლარიანი ჯარიმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები