03:14, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შერჩევითი სამართალი - გუბერნატორის მამიდაშვილი ხელშეუხებელია

10.06.2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

თელავის სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია ბაწელაშვილი დამნაშავედ სცნო. მასწავლებელს, რომელსაც პროკურატურა მოსწავლის ცემაში ადანაშაულებდა, სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრა 3 ათასი ლარის ოდენობით. მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მასწავლებელს ნუნუ ირემაშვილსაც, თუმცა ის ამ დრომდე სკოლაში მუშაობს და მისთვის შენიშვნაც კი არ მიუციათ.

ჯიმითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი მაია ბაწელაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მას შემდეგ მისცეს, რაც მოსწავლის ცემის საკითხზე ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა.

„მუსიკის მასწავლებელმა მაია ბაწელაშვილმა გაკვეთილის დროს ერთ-ერთ მოსწავლეს თავში ფანდური ჩაარტყა. მოზარდმა ტვინის შერყევა მიიღო და მკურნალობს“, - იუწყებოდა ტელეკომპანია „იმედი“.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს, თელავის რაიონულმა სასამართლომ კი საქმის არსებით განხილვამდე მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 3 000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, სასამართლომ მაია ბაწელაშვილი დამნაშავედ ცნო. პედაგოგმა ბავშვის ცემის ბრალდება თავად აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

„სხვა გზა არ ჰქონდა. გამამართლებელ განაჩენს ის ვერ მიაღწევდა. გამორიცხულია. ამიტომ გადაწყვიტა საპროცესო შეთანხმების გაფორმება“, - ამბობს მაია ბაწელაშვილის ადვოკატი შალვა გოგოლაშვილი. საბოლოოდ თელავის სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მაია ბაწელაშვილს სასჯელის სახით ჯარიმა შეუფარდა და გირაოში გადახდილი 3 000 ლარი ჯარიმაში ჩაუთვალა.

მოცემულ შემთხვევაში თუ პედაგოგი სასწრაფოდ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნუნუ ირემაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტ გაზეთში 20 აპრილს გამოქვეყნდა სტატია - „ტუფლი თუ გავიხადე, ქუსლით თავს გაგიხვრეტ“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნუნუ ირემაშვილმა მე-5 კლასის მოსწავლე ლუკა იაგანაშვილი ცემა. მასწავლებელმა მოსწავლეს თავი კედელზე და მერხზე არტყმევინა. ლუკას თანაკლასელების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მასწავლებელმა, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მათგანი, სერგი ლეგაშვილი ისე ცემა, რომ ბავშვს ცხვირიდან სისხლი წასკდა.

ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტი ამ ფაქტზეც გადაიღო. თუმცა მასალა ეთერში არ გავიდა. საქმე ისაა, რომ ნუნუ ირემაშვილი კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის მამიდაშვილია. თვითმხილველების თქმით,  ჟურნალისტებს ვაზისუბნის სკოლაში გადაღების დროს ნუნუ ირემაშვილის და, გამგეობის თანამშრომელი - ანიკო ირემაშვილი მიუვარდა და უყვირა: მე გუბერნატორის მამიდაშვილი ვარ და ვინ მოგცათ უფლება, რომ იღებთო.

ანიკო ირემაშვილი აღნიშნულს უარყოფს: „არავის არ მივუვარდი. ასეთი რამ არ მომხდარა. მისავარდნი რა მაქვს?! არავინ არ დაობს და რაში გაინტერესებთ?“

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „იმედის“ ჟურნალისტებს კახეთის გუბერნატორის პრესმდივანმა ხათუნა გულიაშვილმაც დაურეკა და უთხრა, რომ ინციდენტი არ გაეშუქებინათ. ამ ინფორმაციას ხათუნა გულიაშვილი უარყოფს.

ფაქტია, რომ ნუნუ ირემაშვილი ისევ სკოლაში მუშაობს და მისთვის შენიშვნაც კი არ მიუციათ. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ ნუნუ ირემაშვილს არავინ უცემია და სანიმუშო მასწავლებელია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC