კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ისევ ცნობის სახით მიიღებს

15 ივნისი, 2011

პარლამენტი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშზე დადგენილებას 17 ივნისის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.

სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილების პროექტი „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ მოძრაობამაც მომზადა, სადაც კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი, რომლის მიხედვითაც, შესაბამისმა უწყებებმა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყონ.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს არ იზიარებს და, შესაბამისად, 17 ივნისს კენჭი უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს ეყრება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში კი წერია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს, წელსაც მხოლოდ ცნობად იღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 2010 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული მოხსენება პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში წაიკითხა.

სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას სხდომათა დარბაზში თავდაპირველად 39 დეპუტატი იმყოფებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ეს ციფრი 28-მდე შემცირდა.

მანამდე კი, სანამ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა გაიმართებოდა, დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტს უყარეს კენჭი, რა დროსაც სხდომათა დარბაზში რეგისტრაცია კენჭისყრისთვის 82 დეპუტატმა გაიარა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები