კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი სესიაშვილი ქართულ ჯარში "დედოვშინის" დაწყებას პროგნოზირებს

1 ივლისი, 2011

ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ქართულ ჯარში "დედოვშინის" დაწყებას პროგნოზირებს. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ამ პროგნოზის საფუძველს ქმნის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ნაწილებში გაუქმდა დამლაგებლის თანამდებობა.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილების შედეგად, თავად სამხედრო მოსამსახურეებს მოუწევთ ტუალეტების, საშხაპეების და ყაზარმების დასუფთავება.

"ეს ერთგვარად, თითქოსდა ერთი შეხედვით, ნაკლებად საყურადღებო გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, გამოიწვევს სერიოზულ კონფლიქტებს როგორც თავად ჯარისკაცებს შორის, ასევე მათ მეთაურებთან ურთიერთობისას. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ასეთი შავი სამუშაოს შესრულებისთვის ჯარში ადგილი ჰქონდა ე.წ. "დედოვშჩინას", რომლის დროსაც ე.წ. უფროსები ჩაგრავდნენ უმცროსებს და ავალდებულებდნენ მათ ნაცვლად შავი სამუშაოს შესრულებას. ამის გამო, ადგილი ჰქონდა ჩხუბს, ცემას, შეურცხყოფას, დამცირებას და მათ შორის არაადამიანურ მოპყრობას", – ნათქვამია ირაკლი სესიაშვილის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების გამო, ჯარისკაცები ღიად გამოთქვავენ თავიანთ პროტესტს, რის გამოც მათზე ხორციელდება ზეწოლა როგორც მეთაურების, ასევე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.

"როგორც ისინი აცხადებენ, მეთაურები მათ ეუბნებიან, რომ "ვინც ტუალეტს არ გახეხავს, შეუძლია პატაკი დაწეროს და სამხედრო სამსახურიდან წავიდეს", - აცხადებს სესიაშვილი.

მისივე თქმით, თუ ამ გზით თავდაცვის სამინისტრო ცდილობს ფინანსების ეკონომიას, სჯობს ეს ეკონომია "საკუთარი პრემიების, სამივლინებო ხარჯების შემცირებისა და ძვირადღირებული ავტომანქანების ხარჯზე გასწიონ".

"თუკი თავდაცვის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მოსალოდნელია, რომ ბევრმა პროფესიონალმა სამხედრომ, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას და ბევრ მათგანს მოვლილი აქვს ცხელი წერტილები, დატოვონ სამხედრო სამსახური. ასევე მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს ჯარში სერიოზული კონფლიქტები. ჩვენ მოვუწოდებთ თავდაცვის მინისტრს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები