კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპერტები ეკომიგრანტებისთვის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად მუშაობენ

14 ივლისი, 2011

 15 ივლისს, 10–17 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია CENN მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციასთან და  აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად კონფერენციას გამართავს. კონფერენციის ძირითადი თემა ეკომიგრაცია და მასთან დაკავშიებული პრობლემებია, მისამართი: თბილისი, სასტუმრო ,,ამბასადორი“ მთავარი დარბაზი (შავთელის ქ. # 13).

ბოლო წლებში სტიქიების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად მატულობს ეკომიგრანტთა რაოდენობაც. დღეს 11 000-ზე მეტი ოჯახი სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრობს. ხშირია მსხვერპლი.

მიუხედავად ამისა, არ არსებობს სახელმწიფოს ხედვა და სტრატეგია ეკომიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და განსახლების პროცესი, რომელიც საქმიანობათა ფართო სპექტრს მოიცავს, ქაოტური და არასისტემურია. მიგრაციის საკითხების მართვის სისტემის არარსებობა სახელმწიფო ფინანსების არაეფექტური ხარჯვისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის მიზეზი ხდება.

ეკომიგრაციის პრობლემის აქტუალობას და ხელისუფლების მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის უკანასკნელი მოხსენება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის, მიგრაციის საკითხთან სამოქალაქო კოალიციის, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების, სახალხო დამცველის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. პრეზენტაციების, დისკუსიისა და განხილვების შედეგად დამუშავდება წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებს.

CENN

ახალი ამბები