ორშაბათს, 18 ივლისიდან დევნილების გამოსახლების ახალი ეტაპი იწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა .
მისი ინფორმაციით, გამოსახლება ოთხი ობიექტიდან - უზნაძის #8-იდან, ყაზბეგის #16-იდან, ვარკეთილის 204-ე ბაგა ბაღიდან და სამღერეთის ქუჩის #13-იდან.
როგორც ჩხარტიშვილი აცხადებს, ამ მისამართზე ჩასახლებულ დევნილებს უკვე მიუვიდათ ე.წ გასახლების ფურცელი, რასაც თან ერთვის შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების სია სხვადასხვა რეგიონებში.
ჩხარტიშვილის განცხადებით, დევნილებისთვის შეთავაზებული ფართები მიუღებელია რადგანაც იქ შესაბამისი პირობები არ არის.
ლაშა ჩხარტიშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გამოსასახლებელი ობიექტების სია კიდევ უფრო გაიზარდოს.
როგორც უზნაძის #8-ში მცხოვრები ცხონვალიდან დევნილები აცხადებენ, მათ განსახლების სამინისტროდან უკვე მიიღეს წერილობითი გაფრთხილება. მასში აღნიშნულია, რომ შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, სახელმწიფოს კუთვნილებაა და არ წარმოადგენს კომპაქტური ჩასახლების ადგილს.
სამინისტროს დოკუმენტის მიხედვით, დევნილებს შენობის დასაცლელად 10-დღიანი ვადა აქვთ, რომელიც ორშაბათს იწურება. თუ დევნილები ორშაბათამდე არ დაცლიან შენობას, პოლიცია იძულების წესით გასახლებს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ლაგოდეხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის რაიონებში.
დევნილები ამბობენ, რომ ისინი ცხინვალიდან არიან და არ წავლენ ჩხოროწყუს რაიონში საცხოვრებლად.
ინტერპრესნიუსი