კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა გიორგობიანი ესპანეთის ციხიდან გაათავისუფლეს

23 აგვისტო, 2011

ბიძინა გიორგობიანი ესპანეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიორგობიანი დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“, თავისი მეგობრის გვერდზე ავრცელებს.

„ღამის 11 საათზე გამომიშვეს, მაგრამ 2 კვირით ესპანეთის ტერიტორია არ უნდა დავტოვო. გერმანელებმა იომეს გმირულად. სერიოზულ შარს გადავრჩი. ბავშვებთან ერთად ვიყავი ერთი კვირით შვებულებაში და იქ დამადგა ინტერპოლი. საშინელი 3 კვირა გადავიტანე და ერთი კაი წიგნიც დავწერე სიბნელეში“, – წერს გიორგობიანი.

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი 21 აგვისტოს დააკავა. იგი ესპანეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა.

ბიძინა გიორგობიანს ქართველი სამართალდამცავები ინტერპოლის მეშვეობით, საერთაშორისო ცირკულარით ეძებდნენ, თუმცა, მას გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

გიორგობიანს ბრალი ედება სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის დროს უფლებამოსილების გადამეტებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. საქართველომ გიორგობიანზე ძებნა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა. ქართულმა სასამართლომ მას სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდა. თავად გიორგობიანი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.

არსებული ინფორმაციით, ქართული მხარე ესპანეთისგან გიორგობიანის გადმოცემას ითხოვდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები