კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის მოსაზღვრე სოფელში ოსმა სამართალდამცავებმა სამი ახალგაზრდა დააპატიმრეს

26 აგვისტო, 2011

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო ოსმა სამართალდამცავებმა სამი ახალგაზრდა - ძმები 21 და 23 წლის შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი დააკავეს. ცენტრის ცნობით, დაკავებულებს ბრალი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებული შოთა და გიგა ბზარაშვილების დედამ, მაია ბზარაშვილმა განუცხადა, ბიჭები მცხეთის რაიონის სოფელ ძალისიდან, სანადიროდ, ორშაბათს, 22 აგვისტოს, დილით გავიდნენ.

„თან ჰქონდათ წაღებული სამი თოფი. სამივე გაფორმებული იყო. ნადირობის ნებართვაც ჰქონდათ. წითელუბნისკენ მიდიოდნენ. დღის 12:00 საათისთვის ვეღარ დავუკავშირდით. საღამოს რომ არ დაბრუნდნენ, ძებნა დავიწყეთ. წითელუბნის საგუშაგოზე ქართველმა პოლიციელებმა გვითხრეს, რომ მანქანა ავლილი ნახეს. გვითხრეს - ახლა ღამეა, ვერაფერს გავაკეთებთ და ხვალ დილიდან მოვძებნითო. იმავე საღამოს გორის პოლიციას შევატყობინეთ. სამშაბათს შუადღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ბიჭები ოს პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებულები. ზუსტად რა მოხდა, როგორ დააკავეს, არ ვიცით. ამჟამად უკვე ცხინვალში გადაიყვანეს“, - აღნიშნა მაია ბზარაშვილმა.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში განუცხადეს, დაკავებული ახალგაზრდები ამჟამად ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.

 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები