კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტელი პოეტი მომღერლებს და ლუდის კომპანია „ყაზბეგს“ საავტორო უფლებების დარღვევას ედავება

29 აგვისტო, 2011

ახმეტის რაიონის სოფელ შახვეტილაში მცხოვრები ელგუჯა უძილაური ქართველ მომღერლებს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უძილაურმა განუცხადა, მომღერლები მის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს ისე ასრულებენ და დისკები ისე გამოსცეს, რომ ავტორი არსად არ არის მითითებული.

„სატელევიზიო არხებზე ლუდი „ყაზბეგის“ რეკლამა რომ გადის, სიმღერა ერთვის თან „აყვავებულა არაგვზე დეკა“. ტექსტიც და მელოდიაც ჩემი დაწერილია. მომღერალმა გიორგი ჩიტაურმა ჩემს დაუკითხავად მიიტანა ეს სიმღერა და თავისი სახელით ავრცელებს. ჩემს შექმნილ სიმღერებს იყენებენ და ავტორობას იჩემებენ. ჩემს სიმღერას „შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები“ მერაბ კაშია მღერის და დისკებზეც აქვს ჩაწერილი. ორი სიმღერა „ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი“ და „ნურც არას მკითხავ და არც არას გიამბობ“ გიორგი ლაზვიაშვილსაც დისკებზე აქვს ჩაწერილი. რესტორნებშიც მღეროდა. ახლა ჩემს სიმღერებს მანქანებშიც მოისმენთ და სახლებშიც, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ამ სიმღერების ავტორი მე ვარ“, - განუცხადა ელგუჯა უძილაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „გორდელაც“ მის სიმღერებს მღერის.

ელგუჯა უძილაურმა საჩივრით ავტორთა უფლებების დაცვის ასოციაციას მიმართა. პოეტის თქმით, ასოციაციაში მას დახმარებას დაპირდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები