12:43, Monday, 17.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომლები 2 სექტემბერს გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ

31.08.2011
ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომლები 2 სექტემბერს გამაფრთხილებელ, ორსაათიან გაფიცვას მოაწყობენ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

გამაფრთხილებელი გაფიცვა ქარხნიდან გათავისუფლებული ექვსი პირის სამსახურში აღდგენისა და არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიმართება. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სრულმასშტაბიანი გაფიცვაც იგეგმება.

აღნიშნული ქარხანა შპს „ევრაზიანსთილსს“ ეკუთვნის. საწარმოს ხელმძღვანელობის პასუხს პროფკავშირები, კანონის შესაბამისად, 72 საათის განმავლობაში დაელოდება. გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით წერილობითი გაფრთხილება დღეს დილით გაეგზავნა შპს „ევრაზიანსთილსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაატა ჩხენკელს, შპს „ევრაზიანსთილსის“ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ მენეჯერ რაჯი კუმარ სურეკას, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშსა და სხვა პირებს.

გაფიცვას შპს „ევრაზიანსთილსის“ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქარხანა „ჰერკულესში“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია წელს, 4 აგვისტოს დაფუძნდა. ეს გადაწყვეტილება მუშებმა საწარმოში არსებული არაადამიანური პირობების გამო მიიღეს.

„ყველაზე დიდ პრობლემას საწარმოში დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტები, სამუშაო დრო, ცვლის გრაფიკი და დატვირთვის შესაბამისი ხელფასის, შვებულებისა და ბიულეტინის თანხის მიღება წარმოადგენს. უკვე სამი წელია არ მომხდარა დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია“, - აღნიშნავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დიალოგის ნაცვლად ქარხნის ადმინისტრაციამ რეპრესიულ მეთოდებს მიმართა. 11 აგვისტოს სამუშაოდან გაათავისუფლა პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის ექვსი წევრი. ამასთან, გათავისუფლებულებს შეუთვალეს, რომ მათი სამუშაოზე დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ახსნა–განმარტებით ბარათს დაწერდნენ და „მოინანიებდნენ, რომ ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია და ამისათვის ბოდიშს მოიხდიდნენ“.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC