კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნუგზარ შარიქაძის გარდაცვალებაში ოჯახი სასჯელაღსრულების სამინისტროს ადანაშაულებს

3 ოქტომბერი, 2011

გეგუთის ციხეში პატიმარ ნუგზარ შარიქაძის გარდაცვალებაში ოჯახი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადანაშაულებს.

30 სექტემბერს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, შარიქაძე მინისტრის ხათუნა კალმახელიძის, სამინისტროს ხელმძღვანელობის, მთავარი ექიმის არაადამიანური და დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად გარდაიცვალა.

მისივე განცხადებით, პატიმარს სათანადო მკურნალობა არ უტარდებოდა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გააგებინეს ოჯახს, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო და სახლში ორგანოებგამოცლილი მიუსვენეს.

ბესელიამ პატიმრის ოჯახის წევრებთან ერთად სამინისტროში საჩივარი შეიტანა. მისივე განცხადებით, დღესვე მტავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

პატიმრის მეუღლის მარინე კალანდაძის განცხადებით, 17 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა არანაირი ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზებზე, არც ექსპერტიზის დასკვნა არ მიუწოდებიათ. მეტიც, ოჯახი არ დაასწრეს ექსპერტიზას და საქმის კურსში არ ჩააყენეს.

კალანდაძის განცხადებით, არაოფიციალურად განუცხადეს, რომ ინსულტით გარდაიცვალა, თუმცა მიცვალებული არც გაშავებული იყო, არც თვალები ჰქონდა ჩაცვივნილი და არც ცხვირი გაყოფილი, რაც ინსულტისთვის დამახასიათებელია. მეუღლის განცხადებით, პატიმარს ფიზიკური დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა.

ბესელიას განცხადებით, შარიქაძეს სასჯელიდან 2 თვე ჰქონდა დარჩენილი.
მისი თქმით ამავე დაწესებულებაში 1 სექტემბერს კიდევ ერთი პატიმარი გიორგი მარტიაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც სასჯელიდან 7 დღე ჰქონდა დარჩენილი.

ვიდეო

 

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები