კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთის გამგეობა და საკრებულო საჯარო ინფორმაციას ტოტალურად ბლოკავენ

3 ოქტომბერი, 2011

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო საჯარო ინფორმაციებს ტოტალურად ბლოკავენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა, რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა რეგიონში, დუშეთის გამგეობას და საკრებულოს, 2011 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად, 40 განცხადებით და 4 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. განცხადებებიც და საჩივრებიც კანონის დარღვევით იქნა განხილული.

საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვას ეხება. ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო პირების ხელფასების, პრემიებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხების შესახებ.

„ადგილობრივი ხელისუფლება საკრებულოს სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებაც კი არ გვაძლევს ინფორმაციას, რის გამოც ჩვენი ჟურნალისტები სხდომებზე დასწრებასაც ვერ ახერხებენ“, - აღნიშნავს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები