კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამდენიმე ქმედებისთვის ფინანსების შეგროვება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

4 ოქტომბერი, 2011

რამდენიმე ქმედებისთვის ფინანსების შეგროვება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.
კანონპროექტის მიხედვით, მძევლად ხელში ჩაგდებისთვის, საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდებისთვის ფინანსების ან სხვა ქონების შეგროვება და მიწოდება, ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

პროექტის თანახმადვე, ამ პასუხისმგებლობის ამოქმედებისთვის, ფინანსების შეგროვება წინასწარი შეცნობით უნდა ხდებოდეს და ასევე, არ ექნება მნიშვნელობა, დანაშაული ჩადენილი იქნება თუ არა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები