კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა ჩხარტიშვილმა და გარემოს დამცველებმა იპოდრომზე ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს

8 ნოემბერი, 2011

„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებს.

მან იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მწვანე ნარგავების და 60-წლიანი ხეების გაჩეხვაში დაადანაშაულა.

როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა, იმის გამო, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მწვანე დოლარები იშოვონ, მწვანე ნარგავებს ჩეხავენ. მისი განცხადებით, ამის უკან დგანან ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელი - გიორგი უდესიანი.

ჩხარტიშვილთან ერთად, აქციაზე იმყოფებოდნენ გარემოს დამცველები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მწვანე ნარგავების გაჩეხვა თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხეს შეუქმნის. მათი განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან მწვანე ნარგავების გაჩეხვას და მსგავს ფაქტებს მომავალშიც გააპროტესტებენ.

ვიდეო

 

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები