კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი კაპიტალი“ თბილისის მერიას და საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივის

16 ნოემბერი, 2011
კომპანია „ახალი კაპიტალი“ თბილისის მერიასა და საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივის. საქმე „ქართუ ჯგუფის“ ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტს ეხება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ კომპანიის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 ნოემბერს შევა.

კომპანია სარჩელით აღნაგობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას მოითხოვს.

„საქმე „ახალი კაპიტალის“ მიერ მიწისქვეშა ავტოფარეხის მოსაწყობად აღნაგობის უფლებით აღებულ ტერიტორიას ეხება. მას შემდეგ, რაც 1 მლნ 800 ათასი ლარის ხარჯი იყო გაწეული, თბილისის მერია საჯარო რეესტრს დაუკავშირდა და აღნაგობის უფლების გაუქმება მოსთხოვა, საჯარო რეესტრმა კი მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ჩვენ აღნიშნულის გაუქმებას მოვითხოვთ“, - განუცხადა „პირველს“ კბილაშვილმა.

„ხელშეკრულების, ანუ აღნაგობის,  შეწყვეტა რომ მოხდეს, მერიამ უნდა მიმართოს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რომლითაც მან თავის თავს განუსაზღვრა, რომ გასულიყო აღნაგობის ხელშეკრულებიდან და თუ სასამართლო გაიზიარებს მის მტკიცებას, უნდა დაუკმაყოფილოს მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღესდღეობით ეს არის მხოლოდ ის, რომ ერთმა მხარემ, მერიამ, ნება გამოხატა აღნაგობის ხელშეკრულებიდან გასვლაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნაგობის ხელშეკრულება შეწყდა. ელექტრონულ ფოსტაში გამოხატულ მოთხოვნაში, რომ გაათავისუფლონ უძრავი ქონება, ეს, რასაკვირველია, გადამეტებული მოთხოვნაა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“, - აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში არჩილ კბილაშვილი.

ამ თემაზე თავის დროზე „ქართუ ჯგუფმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თბილისის მერიამ გავრცელებული განცხადების გამო გაკვირვება გამოხატა და 28 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ოფიციალური პასუხიც გაავრცელა. ავტოსადგომის საკითხზე თბილისის მერია მიუთითებს, რომ ის წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას და  კომპანია „ახალ კაპიტალს“ გადაცემული ჰქონდა აღნაგობის უფლებით - იმ პირობით, რომ სადგომი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი სარგებლობისთვის და არა რომელიმე კონკრეტული ობიექტისთვის.

Humanrights.ge

ახალი ამბები