19:29, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დედოფლისწყაროს უფასო სასადილოში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა

07.12.2011

დედოფლისწყაროს უფასო სასადილოში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აცნობა, არასაკმარისი და უხარისხო ულუფის გამო პროტესტი გამოთქვა, სასადილოს ხელმძღვანელი კი მას გაგდებით დაემუქრა და დასაშინებლად პოლიცია გამოიძახა.

„გუშინ ვთქვი, რომ პური არ მომეწონა მეთქი. სულ ასეა, უცხიმო საკვებს გვაჭმევენ. არაფერი არ აქვთ ნორმალური. ისიც ვთქვი, რომ კონტროლის პალატაში ვიჩივლებდი. სასადილოს უფროსის მოადგილემ ციცო დარჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა, ხმაური გამოიწვია, ინტრიგანიაო. პოლიციამაც და ციცო დარჩიაშვილმაც გამაფრთხილეს, თუ საკვები არ მოგწონს, აქ აღარ მოხვიდეო. დამემუქრნენ, რომ გავჩუმდე. ციცო დარჩიაშვილი ითხოვდა, ახსნა-განმარტებითი ბარათი დამეწერა, მაგრამ არ დავწერე. პოლიციით მაშინებს ყოველთვის, ხმა ვეღარ ამომიღია. ბენეფიციარები უფროსებისგან ისე არიან დაშინებულები, რომ რამეს თუ ვიტყვი, მხარში არავინ მიდგება და ბოლოს ისევ მე  ვმტყუნდები, გუშინაც ასე გამოვიდა. დღეს სასადილოში მისვლის უკვე მეშინია. არადა მარტოხელა ვარ და მარჩენალი სხვა არავინ მყავს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მზია გარსენიშვილმა.

უფასო სასადილოს დირექტორის მოადგილე ციცო დარჩიაშვილი ბენეფიციარის ბრალდებებს უარყოფს.

„მზია გარსენიშვილმა პური დაგვიწუნა, ცუდ პურს გვაჭმევთ და კარგი ჩვენამდე არ მოგაქვთო. სასადილოში საჭმელიც ყოველთვის ნორმალური მზადდება. სადაც პურის მარაგი გვაქვს, იქიდან უნდოდა პურის აღება და მე დავუშალე, რადგან ეს საქციელი არაეთიკური იქნებოდა. ამის გამო მან შეურაცხყოფა მოგვაყენა და დარბაზში აურზაური გამოიწვია. კონტროლის პალატით გვემუქრებოდა. პოლიცია სიტუაციის დასაწყნარებლად გამოვიძახე, რომელმაც მას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მე მზია გარსენიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“, - აღნიშნა ციცო დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  დედოფლისწყაროს უფასო სასადილოში ინციდენტი ოქტომბრის თვეშიც მოხდა. უფასო სასადილოს მზარეულმა ერთ-ერთ ბენეფიციარს მადონა ღვინიაშვილს თავში ქილა ჩაარტყა, რის გამოც ბენეფიციარები სასადილოს დირექტორის ნუგზარ მახარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის თამრიკო მათეშვილის ინფორმაციით, უფასო სასადილოში 185 ბენეფიციარი ირიცხება და მათ გამოსაკვებად 2011 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 ათასი ლარია გამოყოფილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Kayo
2011-12-21 11:10
Geez, that's unbeileavble. Kudos and such.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC