კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრები ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ვეღარ ურეკავენ

8 დეკემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, რომ ნოემბრის დასაწყისიდან მას პატიმრები ვეღარ უკავშირდებიან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მის ტელეფონზე პატიმრების ზარები სპეციალურად იბლოკება.

ცოტა ხნის წინ ნინო ანდრიაშვილს პატიმრების ნათესავები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მას პატიმრები ურეკავენ, ზარი ჩვეულებრივად გადის, მაგრამ ადვოკატი არ პასუხობს.

როგორც ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, ამ დროს მის მობილურ ტელეფონზე არც ზარის ხმა ისმის და არც შემომავალი ზარებია დაფიქსირებული.

ამის შესახებ ნინო ანდრიაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა და თავისი ეჭვებიც გაუზიარა. დეპარტამენტში ადვოკატს განუცხადეს, რომ მათგან ზარები შეზღუდული არ იყო და მსგავსი ტექნიკური პრობლემის შესახებ არაფერი იცოდნენ. ურჩიეს, მის მობილურ ოპერატორთან გადაემოწმებინა, მათ ხომ არ ჰქონდათ შეფერხება.

ნინო ანდრიაშვილმა ეს საკითხი ჯეოსელშიც გადაამოწმა. აქ მას უთხრეს, რომ კომპანია არანაირად არ არის დაინტერესებული, თავის კლიენტებს ზარები დაუბლოკოს.
 
პატიმრები დღემდე ვერ ახერხებენ ნინო ანდრიაშვილთან დაკავშირებას. რჩება მხოლოდ ერთი გზა - ადვოკატმა ნომერი გამოცვალოს, მაგრამ სანამ ახალ ნომერს ყველა პატიმარი გაიგებს, შესაძლებელია ადვოკატმა რეაგირება დააგვიანოს და პატიმრებს დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინოს.

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, პატიმარს აქვს სატელეფონო საუბრის და მიმოწერის უფლება. ეს არის ერთადერთი საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ადვოკატთან დასაკავშირებლად.

ახალი ამბები