კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიების სატელევიზიო რეკლამებისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა

27 იანვარი, 2012

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გარკვეული შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები, სატელევიზიო რეკლამებისთვის დამატებით თანხების მიიღებენ.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის,  პავლე  კუბლაშვილის განმარტებით, პარტიებისთვის დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის დაპირება საპარლამენტო უმრავლესობის, კონკრეტულად მის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს დაფიქსირდა და, შესაბამისად, ამ დაპირების რეალიზაციაც მოხდება. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შედეგი აჩვენეს, საარჩევნო წლის განმავლობაში, სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხას მიიღებენ.

ასეთი პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და მასთან ბლოკში მყოფი კიდევ ორი პარტია – „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ და „ჩვენ თვითონ“ (ახლანდელი „ევროპელი დემოკრატები“), თვითმმართველობის არჩევნებში ერთ ბლოკად გაერთიანებული პარტიები – „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარჯვენეები“ და „რესპუბლიკელები“, ეროვნული საბჭო – ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის პარტიები და „მრეწველები“.

ამასთან, პავლე კუბლაშვილი არ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხა იქნება აღნიშნული პარტიებისთვის გამოყოფილი და რა პრინციპით გადანაწილდება თანხა.  ასევე, ჯერ უცნობია, ბიუჯეტის რომელი მუხლიდან გამოიყოფა ფინანსები პარტიებისთვის, სავალდებულო იქნება ამ თანხის მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯვა, თუ შესაძლებელი იქნება მისი რადიოზე ან გაზეთებზე გადანაწილება.

აღნიშნულ ინიციატივაზე პავლე კუბლაშვილი დღეისთვის პრესკონფერენციის გამართავს გეგმავს. 

ცვლილება „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს, რომლის ინიცირებაც უახლოეს დღეებში მოხდება, განხილვას კი, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე  დაიწყებს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები