კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი მემარჯვენეები“ გურიაში თეთრი პეპლის გავრცელების აღმოფხვრას ითხოვენ

14 თებერვალი, 2012

„ახალი მემარჯვენეები“ ამერიკული თეთრი პეპლისგან გურიის რეგიონის მოსახლეობის დასაცავად სახელმწიფოს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, რამდენიმე წელიწადია, გურიის მოსახლეობისთვის უგზოობას, უწყლობას, საწვავზე, შხამ–ქიმიკატებზე, სასუქებზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმიუწვდომლობას და სხვა უამრავ სირთულეს ემატება ერთი პრობლემა – ამერიკული თეთრი პეპელა, რომლის გავრცელება ყოველწლიურად უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს.

„პეპელა მნიშვნელოვნად აზიანებს და მთლიანად ანადგურებს ხეხილს, ნათესებს, სხვა მცენარეებს, აბინძურებს წყალს და საკვებს. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე ამ მავნებლის გამო, გურიის სოფლები პრაქტიკულად პარალიზებულია. გლეხი ყოველგვარ შესაძლებლობასაა მოკლებული, რაიმე საშუალებით ებრძოლოს ამ მოვლენას. ლოკალური ღონისძიებები საქმეს ვერ შველის, რადგან თუ მთლიანად არ მოისპო, პეპელა ადვილად გადმოდის მეზობელი ფართობებიდან და ხელახლა ვრცელდება. ამერიკული პეპლის წინააღმდეგ ბრძოლა პრიმიტიული, მარტივი შესაწამლი აპარატურით არანაირ შედეგს არ იძლევა. ამ პრობლემის დაძლევა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაშია შესაძლებელი“, - აცხადებს „ახლების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია, განხორციელდეს რეგიონის სოფლების მასობრივი საჰაერო შეწამვლითი სამუშაოები.

„ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გურიის მოსახლეობა წლიდან წლამდე ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს. მივმართავთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, დროულად იქნას შემუშავებული და განხორციელდეს საგანგებო ღონისძიებები გურიის რეგიონში ამერიკული პეპლის გავრცელების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა კალანდაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები