14:13, Saturday, 25.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციამ გამართა აქცია: „დაგველაპარაკოს სუბელიანი, ან წავიდეს!“

23.02.2012
დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს დევნილების პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ დევნილებად დაყოფაში ადანაშაულებს.

„დევნილი სამოქალაქო საზოგადოების“ კოალიციის წევრებმა ტაშკენტის #7-ში გამართეს საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „დაგველაპარაკოს სუბელიანი, ან წავიდეს!“.

როგორც კოალიციის ხელმძღვანელი, ლელა გულედანი აცხადებს, ტაშკენტის #7-ში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კოდორიდან დევნილი 30 ოჯახი იყო შესახლებული. გულედანის თქმით, ლტოლვილთა სამინისტრომ ეს ადამიანები შარშან გამოასახლა და პრაქტიკულად, ქუჩაში დატოვა. როგორც გულედანი ამბობს, შენობა გარემონტდა და კოდორის ხეობიდან დევნილთა ნაცვლად, აქ სამინისტროში მომუშავე დევნილებს შეასახლებენ.

მისი განცხადებით, შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

„სამინისტრო დიდი ხანია პასუხს არ გვცემს არც ერთ წერილზე, თუმცა დღეს „დევნილი სამოქალაქო საზოგადოების“ კოალიციამ კიდევ ერთხელ მიმართა წერილით სუბელიანის უწყებას. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს შენობა არ არის დევნილებისათვის განკუთვნილი და მათ ბალანსზე არაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ეს შენობა პრივილეგირებული დევნილებისათვის გარემონტდა. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გამოასახლა სამინისტრომ ამ შენობიდან შარშან კოდორის ხეობიდან დევნილები, რომლებიც დღემდე ქუჩაში არიან“, - აცხადებს გულედანი.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC