მანანა ნაჭყებია: „განათლების სამინისტრომ პასუხი უნდა აგოს“
09.03.2012
„განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტის დროს, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის ჩაშლაზე პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
„ადგილობრივი მედიასაშუალებები სისტემატურად აშუქებენ ფაქტებს, როცა საჯარო სკოლებიდან სამხარეო ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვნელობის დავალებით, გაკვეთილებიდან იხსნებიან მოსწავლეები და პედაგოგები, რათა მოაწყონ პრეზიდენტთან ხალხმრავალი შეხვედრები. შეხვედრებში მონაწილეობას ავალდებულებენ საბავშვო ბაღების აღმზრდელებსაც და შესაბამისად, იქაც წყდება აღმზრდელობითი პროცესი“, - აღნიშნა ნაჭყებიამ.
ამ ფაქტის დასადასტურებლად „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა 5 მარტს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დაასახელა.
„ვიდეოში ასახულია ახმეტის რაიონის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეების მასობრივად გამოყვანა გაკვეთილებიდან პრეზიდენტთან შეხვედრისთვის. შემაშფოთებელია ისიც, რომ მოზარდები საბარგულებით და ღია ძარის მქონე მანქანებით გადაჰყავდათ, რასაც შეიძლება ხიფათი შეექმნა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით მასწავლებლებისა და მოსწავლეების მობილიზაციის პროცესს ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი ხელმძღვანელობდა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტთან შეხვედრების ორგანიზების გამო სასწავლო პროცესის ჩაშლაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეაგირებას არ ახდენს, ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ხდება სწორედ სამინისტროს დასტურით. დაუშვებელია, როცა სამინისტრო, რომელიც თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი განათლების სისტემაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე, თვითონ უწყობს ხელს სისტემის პოლიტიზირებას და სასწავლო პროცესის ჩაშლას“, - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს მსგავს ფაქტებზე და თავი უნდა დაანებოს განათლების სისტემის გამოყენებას მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის.
„მოვუწოდებთ ქვეყნის პრეზიდენტსაც, ხელი აიღოს რეგიონებში „ხალხმრავალი დახვედრების“ ორგანიზების იაფფასიან პიარ-კამპანიაზე და მასში იძულებით პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა მასობრივად ჩართვაზე“, - აღნიშნა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

