კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი 200 ლარით დააჯარიმა

5 აპრილი, 2012

ახმეტის სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი ზაქარია ქინქლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 200 ლარით დააჯარიმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზაქარია ქინქლაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 26 მარტს შეადგინა და ის ქალაქის დაბინძურებაში დაადანაშაულა.

ზაქარია ქინქლაძის თქმით, „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის ოფისში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ტომარაში მოთავსებული ნარჩენები ნაგვის ურნასთან დააწყო, რომ მანქანას გაეტანა, რაც ზედამხდეველობის სამსახურმა ქალაქის დანაგვიანებად მიიჩნია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები