კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანზორ ქოქოლაძისა და მისი ოჯახის წევრების სასამართლო პროცესი კვლავ პროკურორის მოუმზადებლობის მიზეზით გადაიდო

2 მაისი, 2012

„ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძისა და მისი ოჯახის წევრების სასამართლო პროცესი კვლავ პროკურორის მოუმზადებლობის მიზეზით გადაიდო.
 
1 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატები ლილი გელაშვილი და მაია ხუციშვილი და პროკურორი ლაშა ხაშილაძე იყვნენ წარმოდგენილი, სხდომას კი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი უძღვებოდა.
 
სხდომაზე პროკურორს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. ბრალდების მხარის განცხადებით, ის საქმეში დღეს ჩაერთო, ამიტომ დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო სჭირდებოდა.
 
მომდევნო სასამართლო პროცესი 11 მაისს, 11:00 სთ-ზე გაიმართება.
 
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავა. 2010 წლის 21 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.
 
2010 წლის 7 მაისს ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 55% „თიბისი ბანკმა“ „თიბისი ბროკერის“ საშუალებით 116 000 ლარად ფარულად შეისყიდა. „ელიტ-ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე ამ გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა და თავისი კანონიერი უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქოქოლაძის პატიმრობაში ყოფნა სწორედ აღნიშნულ დავას უკავშირდება.
 
მოგვიანებით სასამართლომ დავა „თი ბი სი ბანკის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.
 
2011 წლის 13 დეკემბერს ანზორ ქოქოლაძისა და მისი ოჯახის წევრების - მალხაზ და თენგიზ ნაგერვაძეებისა და ლევან დუმბაძის წინააღმდეგ ახალი, დამატებითი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
 
ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები