კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოში „გლობალ TV“ ანტენებს „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ამონტაჟებენ

16 მაისი, 2012

საგარეჯოს რაიონის სოფლებში „გლობალ TV“-ის სატელიტურ ანტენებს, რომლითაც მოსახლეობა „მეცხრე არხის“ და „მაესტროს“ ყურებასაც შეძლებს, „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ამონტაჟებენ.

რა შეიცვალა სატელიტური ანტენების მასობრივი მონტაჟით კახეთში, ამ სათაურით სტატია „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა და ვიდეომასალაც გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ „გლობალ TV“-ის წარმომადგენელს მუშაობის პროცესში კოალიციის მაისური აცვია.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „გლობალ TV“-ის რეგიონულმა მენეჯერმა ზაზა დევიძემ განუცხადა, ამ საკითხზე ის კომენტარს ვერ გააკეთებს. დევიძემ „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი სესიაშვილთან გადაგვამისამართა.

„გლობალ TV“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მზად არის ყველა ქართული ტელეკომპანიის სიგნალი მიაწოდოს მოსახლეობას და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ჩვენ ამ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ არ მოექცა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მაისურებით მემონტაჟეების გამოჩენას. ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის შესახებ მითითება კომპანიის ხელმძღვანელობისგან არ მიუღიათ და ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მე ვესაუბრე „გლობალ TV“-ის ხელმძღვანელობას და მათ აღნიშნეს, რომ დღესვე მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირაკლი სესიაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის განცხადებით, აქამდე „გლობალ TV“ აცხადებდა, რომ მას პარტიასთან კავშირი არ ჰქონდა და ანტენების მონტაჟს ბიზნესინტერესების გათვალისწინებით ახორციელებდა. „როცა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც შეღავათიანი პირობების გათვალისწინებით პრაქტიკულად საჩუქრად გასცემენ ანტენებს, აცვიათ პოლიტიკური პარტიის მაისურები, ეს იწვევს პარტიასთან ასოცირებას. ამომრჩევლებს უჩნდებათ ასოციაცია, რომ მათ ამ ნივთს პარტია აძლევს. შეიძლება საუბარი პოლიტიკური მიზნით ამომრჩევლისთვის ნივთის გადაცემაზე, რაც მოსყიდვის ნიშნებს ატარებს და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა“, - აღნიშნა იურისტმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვიდეო - ნეტგაზეთი

ახალი ამბები