17:43, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საპყრობილეებში პატიმართა და მსჯავრდებულთა ლიმიტები გაიზარდა, ორი საპყრობილე კი უქმდება

23.05.2012
საპყრობილეებში პატიმართა და მსჯავრდებულთა ლიმიტები გაიზარდა, ორი საპყრობილე კი უქმდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

№1 დაწესებულებაში, რომელიც თბილისში, გორგასლის ქ. 85-ში მდებარეობს, პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 750 იყო, ცვლილებებით კი ლიმიტი 1086 ბრალდებულ თუ მსჯავრდებულამდე გაიზარდა.

№4 დაწესებულებაში (ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. №9)–პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 305 იყო, რაც 390-მდე გაიზარდა.

№5 დაწესებულებაში(გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი)–ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 1200 იყო, რაც 1349 ბრალდებულ/მსჯავრდებულამდე გაიზარდა.

№6 დაწესებულებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი) – პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 1400 იყო, რაც 1601 –მდე გაიზარდა.

№9 დაწესებულებაში, რომელიც პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს და თბილისში, აბუსერიძე-ტბელის №11 – ში მდებარეობს, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი 1142 –მდე გაიზარდა, აქამდე კი ლიმიტი 970 იყო.

№12 დაწესებულებაში( ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77)– ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 700 იყო, რაც 730 მსჯავრდებულამდე გაიზარდა.

№14 დაწესებულებაში (ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება) – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 2690 მსჯავრდებული გახდა, მანამდე კი ლიმიტი 2500 მსჯავრდებული იყო.

№15 დაწესებულებაში (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 3861 მსჯავრდებულამდე გაიზარდა, მანამდე კი ლიმიტი მხოლოდ 3 300 იყო.

ამასთან, ამავე ბრძანებით, უქმდება №10 დაწესებულება, რომელიც თბილისში, ავჭალის გზატკეცილის №17–ში მდებარეობდა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას წარმაოდგენდა. აქ მსჯავრდებულთა ლიმიტი 370 იყო. ასევე, უქმდება №13 დაწესებულება, (ხონის მუნიციპალიტეტი, ჩაის მეურნეობა), სადაც მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 650 მსჯავრდებული იყო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC