თამარ რუხაძეს ავარიის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობას არ აცნობენ
23.05.2012
თბილისში, „ლაგუნა ვერესთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მალხაზ ბიჭიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უცნობია. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს თამარ რუხაძეს, რომელიც ბიჭიკაშვილს ავტომანქანით დაეჯახა, ინგოროყვას სახელობის კლინიკიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ აცნობენ.
მიუხედავად იმისა, რომ „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფი დილიდან საღამომდე კლინიკასთან დგას, ექიმები მათთან შესახვედრად და კომენტარის გასაკეთებლად არ გამოდიან.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ თამარ რუხაძეს და ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ბიჭიკაშვილის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების უფლება არ მისცეს და ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე იღებს.
იმ შემთხვევაში, თუ რუხაძე დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებს გაიღებდა, სრული უფლება ექნებოდა ბიჭიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია შეფერხების გარეშე მიეღო.
რუხაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ თამარ რუხაძე საქმეში როგორც მოწმე ისე ფიგურირებს და შესაბამისად, ადვოკატს არ აქვს უფლება საქმის მასალებს გაეცნოს.
„მოწმეს არ აქვს უფლება საქმის მასალებს გაეცნოს. ამიტომ, ჩვენ დაზარალებულის მდგომარეობა არ ვიცით. ისიც არ ვიცი, ოჯახმა მოიკითხა თუ არა ეს ადამიანი. ჩვენ გვქონდა უფლება ჩვენი ჩვენება წამოგვეღო საგამოძიებო ორგანოდან, მაგრამ ამის უფლებაც არ მოგვცეს. ამიტომ დღეს მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, რომ თამარ რუხაძის მიცემული ჩვენება გადმოგვცენ რადგან ამის კანონიერი უფლება გვაქვს“, - აცხადებს შალვა თადუმაძე.
თავად რუხაძე ამბობს, რომ ჯერ - ჯერობით სიტუაცია უცვლელია და ექიმები ჟურნალისტებთან სასაუბროდ არ გადიან.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, „ლაგუნა ვერესთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა, რომელსაც „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე მართავდა, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაზარალებული 35-წლამდე მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. თამარ რუხაძე მომხდარის შემდეგ ნარკოლოგიურში გადაიყვანეს შემოწმებაზე, სადაც დადგინდა, რომ ის საჭეს აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, დაზარალებული მამაკაცი კი ნასვამი იყო, თუმცა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში არც ამ ფაქტს ადასტურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ საქმე აღძრულია ფაქტზე და არა კონკრეტულ ადამიანზე, თუმცა, თუ დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მაშინ საქმის კვალიფიკაციაც შეიცვლება.
ლანა ბერიძე, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის, თბილისი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

