კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გლობალ ტვ“-ის საქართველოს მასშტაბით ყველა სატელიტური ანტენის დემონტაჟი მოუწევს

12 ივნისი, 2012

კომპანია „გლობალ ტვ“-ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს. ამის შესახებ „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „გლობალ ტვ“-ის უცხოელმა მეწილემ ალექსანდრე რონჟესმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრათ, რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისა და "იმედის" მიერ მარტში შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

„2012 წლის მარტში „რუსთავი-2“-ის, „ახალი არხის“, „მზის“, „საქართველოსგან“ მივიღეთ წერილი, რომ შეგვეწყვიტა მათი სიგნალის ტრანსლირება“, - აღნიშნა ამერიკელმა ბიზნესმენმა.

მისი განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ტრანსლირების სრულად შეწყვეტა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მოგვიანებით, „რუსთავი-2“-მა და „იმედმა“ უკვე სასამართლოს მიმართეს, რომ „გლობალ ტვ“-ის ნებისმიერი სახის ტრანსლირება უნდა შეეწყვიტა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მისი გადაწყვეტილების შესასრულებლად ჩვენ ყველა სატელიტის ჩამოხსნა მოგვიწევს, რაც კი საქართველოს ტერიტორიაზეა დამონტაჟებული“, - განაცხადა „გლობალ ტვ“-ის უცხოელმა მეწილემ. მისივე შეფასებით, ეს კომპანიის დახურვის ტოლფასი იქნება.

„კომპანია „გლობალ ტვ“-ის აქამდე მზარდი ბიზნესი ჰქონდა. პირველად ხელისუფლებასთან პრობლემები მაშინ შეგვექმნა, როცა დავთანხმდით, რომ ჩვენს პაკეტში „მაესტრო“ ჩაგვერთო. პრობლემები გამწვავდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ოპოზიციური ფრონტის შექმნის შესახებ გაცხადდა და „გლობალ ტვ“ დათანხმდა „მე-9 არხის“ გაშუქებასაც. ბოლო პერიოდში 50-მდე სახელმწიფო სტრუქტურამ გაწყვიტა ჩვენთან კონტაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება თავად აბონენტის პრეროგატივაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ 50-ივემ ეს მოახდინა ერთი და იმავე პერიოდში, ეს ჩვენთვის ნათელი მესიჯია. აღსანიშნავია, ისიც რომ „გლობალ ტვ“-ს აუკრძალეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილოება. აღნიშნული შემთხვევების გამო ჩვენი კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშეა“, - აღნიშნა რონჟესმა.

„გლობალ ტვ“-ის უცხოელი მეწილის ინფორამციით, კომპანიას შესაბამისი ბაზარი ფაქტობრივად უკვე დატოვებული აქვს.

„11 000 აბონენტს ვემსახურებოდით, რაც ბაზრის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. იმ ყველაფერს კი რაც ახლა ხდება, ვუყურებ, როგორც ბიზნესპრობლემას. უნდა ხდებოდეს ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის წახალისება, რომ საქართველოში მეტი ინვესტიაცია განვახორციელო. თუმცა ის გზავნილი, რასაც სახელმწიფო უგზავნის უცხოელ ინვესტორებს მედიაში ინვესტირების თვალსაზრისით, უარყოფითია. მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ყველაზე მეტად რასაც ჩემს ქვეყანაში ვაფასებ, არის ის, რომ დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები, ის კი რასაც ახლა აქ ვხედავ, არღვევს ქართველი ხალხის უფლებებს. განვიცდი, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ დაიცვას სიტყვის თავისუფლება, განვიცდი იმ ფაქტსაც რომ მთავრობას ურჩევნია, გაანადგუროს კომპანია, ვიდრე ის განვითარდეს და წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა „გლობალ ტვ“-ის უცხოელმა ინვესტორმა, რომელიც კომპანიაში 17%-იან წილს ფლობს.

პრესკონფერენციას „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური და „სტერეო +“-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ესწრებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები