კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაია მიმინოშვილი მამუკა ჯიბლაძეს გაუჩინარებამდე 15 წუთით ადრე ესაუბრა

18 ივნისი, 2012

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომელს მამუკა ჯიბლაძეს გაუჩინარებამდე 15 წუთით ადრე ესაუბრა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა 15 წუთის მერე ჯიბლაძეს ვეღარ დაუკავშირდა.

„11 ივნისს ვესაუბრე მამუკას, 2 საათზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს კავსაძის ქუჩაზე, ვაკეში. იქვე ცხოვრობს მამუკა, მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდებოდა მას კავსაძის ქუჩაზე მოსასვლელად. სახლიდან 2-ს რომ 15 წუთი აკლდა, მაშინ გამოვიდა, მაგრამ კავსაძის ქუჩაზე აღარ მოსულა. ამის მერე დავიწყეთ რეკვა მეც და ჩემმა თანამშრომლებმაც, მაგრამ ვერ ვუკავშირდებოდით. 3 საათზე სემინარი ჰქოდნათ მათემატიკოსებს და იქაც რომ არ მივიდა, ძალიან შეგვეშინდა. ისევ ვრეკავდით, მაგრამ უშედეგოდ. მას მერე 2 დღე გავიდა და აღარ გამოჩენილა, საშინელ დღეში ვართ“, – აღნიშნა მიმინოშვილმა.

- რას უკავშირებთ მის ასეთ მოულოდნელ გაუჩინარებას?

- არაფერს არ მინდა დავუკავშირო. ჩემთვის ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია ეს ადამიანი დაგვიბრუნდეს. ალბათ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ, არაფერთან არ მინდა დავაკავშირო მამუკას გაუჩინარება, არაფერთან, იმიტომ რომ ეს ადამიანი უზომოდ დაკავებული იყო, უამრავი საქმე ჰქონდა არა მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში, არამედ მათემატიკის ინსტიტუტში, ასევე ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში. ეს არის ადამიანი, რომელიც საქმის მეტს არაფერს არ აკეთებდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასევე ჩემი ძალიან დიდი მეგობარია და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა. ახლა ერთადერთი რაც მინდა, მამუკას დაბრუნებაა.

- მას შემდეგ რაც 60-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, იყო საუბარი რომ ყველა მათგანზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. ამასთან ხომ არ შეიძლება იყოს დაკავშირებული მისი გაუჩინარება?

- ზეწოლა და მუქარა ნამდვილად იყო. თანამშრომლებმა ტყუილად არ გააკეთეს განცხადება, სხვადასხვა ტიპის ზეწოლას და მუქარას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება მამუკას, უბრალოდ უნდა იცნობდეთ მას, ის არ არის ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს მსგავს რაღაცეებზე, მე მამუკასგან არ გამიგია ზეწოლის შესახებ არაფერი, თუ არსებობდა ასეთი, შეიძლება მას არც ეთქვა ამის შესახებ. ის არის ადამიანი, რომელიც არ საუბრობს და მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს. იმედი მაქვს, რომ მალე დავიბრუნებთ მამუკას. სხვანაირად არც მინდა ვიფიქრო“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მამუკა ჯიბლაძის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე შსს–მ მასზე ძებნა გამოაცხადა. შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ჯერ ახალი არაფერია.

ლანა ბერიძე, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის, თბილისი

ახალი ამბები