07:27, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

Info9.ge-ს საქმიანობით დაინტერესებული სააგენტოს, KKinfo.net-ის პოვნა ინტერნეტში შეუძლებელია

09.07.2012
ჟურნალისტი მარი სოლოღაშვილი და ოპერატორი თემურ შაფათავა, რომლებიც 5 ივლისს გარდაბანში info9.ge-ს ჟურნალისტების საქმიანობით დაინტერესდნენ, „ქვემო ქართლის ტელევიზიაში“ ივნისის ბოლომდე მუშაობდნენ - ამის შესახებ  Media.Ge-ს ქვემო ქართლის ტელეკომპანიის დირექტორმა, ხათუნა მამარდაშვილმა განუცხადა. 

Info9.ge- ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში სოლოღაშვილი ამბობს, რომ მასალას სააგენტო KKinfo.net- ისთვის ამზადებს. თუმცა, აღნიშნული სააგენტოს ინტერნეტში პოვნა შეუძლებელია. სააგენტო არც საჯარო რეესტრში იძებნება.

„ვინ არის თქვენი დამკვეთი? ვინ გაფინანსებთ? ვინ არის თქვენი პროდიუსერი? პროფესიით ვინ ხართ? შენ ჰო მარტო ნეგატივზე მუშაობ? მაჩვენე შენი პიზიტიური სიუჟეტი!“ –  ამ კითხვებით მიმართავდა სოლოღაშვილი Info9.ge-ს ჟურნალისტ, ნინო ბასიშვილს. KKinfo.net-ის ჟურნალისტი აგრეთვე დაინტერედა, რატომ არ ეკეთა ბასიშვილს ჟურნალისტობის დამადასტურებელი ბეჯი და დაასკვნა, რომ რახან ბეჯი არ უკეთია ე.ი ის შეკვეთილ სიუჟეტებს ამზადებს.

მოგვიანებით სოლოღაშვილმა აგრეთვე იკითხა:  „სად იყო შევარდნაძის დროს ივანიშვილი? შევრდნაძის დროს უკეთესი ცხოვრება იყო? რატომ არ მპასუხობ, არ გაქვს ანალიზის სუნარი? რატომ არ აფიქსირებ შენს აზრს? იმიტომ რომ შენ ხარ შეკვეთილი ჟურნალისტი!“ - დაასკვნა მან ბოლოს.

ეს შემთხვევა სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესის პირველი შემთხვევა არ არის. სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. „ინფო 9“-ს ზესტაფონის ბიუროს ჟურნალისტს, ეკატერინე დუგლაძეს, გაურკვეველი პირები ბოლო ერთი კვირაა, დაყვებიან და კოალიცია „ქართული ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან კავშირზე კითხვებს უსვამენ. 

ასევე 4 ივლისს გორის რაიონის სოფელ წედისში „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

KKinfo.net-ის ჟურნალისტის საქციელი დაგმო ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა kkpress.ge-მ. მათ განაცხადეს, რომ არაფერი აქვთ საერთო kkinfo.net-თან,  გარდა მცირედით მსგავი სახელწოდებისა.

„ჩვენ გამოვთქვამთ გარკვეულ ვარაუდს,  რომ შესაძლოა ეს მსგავსება  დომენურ სახელწოდებებს შორის მიზნად ისახავს kkpress.ge-ს დისკრედიტაციას“, - წერია kkpress.ge-ს განცხადებაში.

Media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC