საინფორმაციო ცენტრების მიმართვა მთავარ პროკურორს და სახალხო დამცველს
06.07.2012
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სააგენტოს ზესტაფონის კორესპონდენტზე ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჟურნალისტ ეკატერინე დუგლაძეს ერთი კვირაა დასდევს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავს „მედია ჯგუფს“ უწოდებს. „7 მამაკაცი, მათ შორის ხუთი კამერით ხელში, მუდმივად დაჰყვება მას და უსვამს არაკორექტულ და პროვოკაციულ შეკითხვებს. ეკატერინე დუგლაძეს უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში უწევს მუშაობა“, – ნათქვამია „ინფო 9“–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეო
საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ასევე, კონსტიტუციით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადი ქმედებაა.
საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ასევე, კონსტიტუციით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადი ქმედებაა.
რეგიონული საინფორმაციო ცენტრები მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარზე გამოძიება. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. მივმართავთ იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას და ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობას, მისცენ ჟურნალისტს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის, გადაადგილებისა და მუშაობის უფლება.
გელა მთივლიშვილი – კახეთის საინფორმაციო ცენტრის (www.ick.ge) ხელმძღვანელი
მანანა ვარდიაშვილი – მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის (www.icmm.ge) რედაქტორი
ელისო ჯანაშია – აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (www.tspress.ge) რედაქტორი
საბა წიწიკაშვილი – შიდა ქართლის საინფრმაციო ცენტრის (www.qartli.ge) რედაქტორი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

