10 დღეში მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულაციები ამოქმედდება
02.08.2012
უახლოეს 10 დღეში მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულაციები ამოქმედდება. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, გარკვეული პირობები დაიცვან.
კერძოდ, ისინი ვალდებულები არიან მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ასევე, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;
პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას, კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.
ასევე, დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

