ინციდენტი ჩანთლისყურეში – „მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ქალი“
06.08.2012
6 აგვისტოს ინციდენტი მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურეში. იმ დროს, როდესაც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი ამომრჩეველს ხვდებოდა, შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მივიდნენ და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს.
„მე მოვედი, მე საქართველო რომ მიყვარს და მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ქალი. მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს ჩვენმა სოფელმა, ხალხმა და ყველამაც. ყველა ვინც არიან აქა, თუ არ მისცემენ, მერე გავიგებ და სიას დავწერ და მერე ნახავენ“, – განაცხადა მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ქალბატონმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისური ეცვა. კომენტარის შემდეგ მან „ინფო9“–ის კორესპონდენტს ნინო ხუციშვილს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. „მორჩა ბაზარი. მორჩა ეხლა, დახურეთ თქვენი ის“, – აღნიშნა ქალბატონმა. მასთან ერთად მყოფი ქალები „ინფო9“–ის ოპერატორს გადაღებაში ხელს უშლიდნენ და ცდილობდნენ კამერის ობიექტივზე ხელი აეფარებინათ.
ვიდეომასალა სააგენტომ „ინფო9“ გაავრცელა.
ვიდეომასალა სააგენტომ „ინფო9“ გაავრცელა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას