აუდიტის სამსახურის მტკიცებით, პარტიების დაფინანსების წყაროების 90%-ზე მეტი უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს
09.08.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროების 90%-ზე მეტი უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.
როგორც ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ კეჟერაძემ განაცხადა, უკანონო შემოწირულობათა ყველაზე მეტი მოცულობა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ მოდის - 18,393,634 ლარი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკანონო შემოწირულობის სახით 102,572 ლარი მიიღო, „განახლებულმა საქართველომ“ - 64,425 ლარი, „თავისუფალმა საქართველომ“ - 56,969 ლარი, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანმა საქართველომ“ - 1600 ლარი მიიღეს.
„ანგარიში მოიცავს სრულ ინფორმაციას ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსურ ინფორმაციაზე, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფინანსური დეკლარაციები 2012 წლის 1 იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით წარუდგინეს. ანგარიშში გამოიკვეთა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროების 90%-ზე მეტს უკანონო შემოწირულობა წარმოადგენს. შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯები ხორციელდება უკანონო შემოწირულობებისგან მიღებული თანხებით“, – განაცხადა ვახტანგ კეჟერაძემ და აქვე დასძინა, რომ უკანონო შემოწირულობები 58-მა ფიზიკურმა პირმა და 4-მა იურიდიულმა პირმა განახორციელეს.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მთლიან შემოსავლებს, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემოსავლები - 44,578,454 ლარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 9,683,165 ლარს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ – 862,535, „განახლებული საქართველოსთვის“ - 634,577, „თავისუფალი საქართველოს“ - 485,927, „ლეიბორისტული პარტიის“ – 276,712, „ახალი მემარჯვენეების“ მთლიანი შემოსავალი კი 300,805 ლარს შეადგენს.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ძირითად წყაროს შემოწირულობები წარმოადგენს.
რაც შეეხება კანონიერ შემოსავლებს, აუდიტის სამსახურის მტკიცებით, მთლიანი თანხებიდან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ კანონიერი გზით მხოლოდ 26,184,820 ლარი, „ერთიან ნაციონალურ მიოძრაობას“ - 9,580,594 ლარი, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ 862,535 ლარი აქვს მიღებული.
ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

